საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

XVI  საერთაშორისო სიმპოზიუმი ლიტერატურათმცოდეობის თანამედროვე პრობლემები

სიმპოზიუმის ორგანიზატორი:

კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია (GCLA)

თანაორგანიზატორები:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი


გვაქვს პატივი, მოგიწვიოთ XVI საერთაშორისო სიმპოზიუმზე –
რომელიც ჩატარდება 2023 წლის 27-29 სექტემბერს.


სიმპოზიუმი ინტერდისციპლინურია.
სიმპოზიუმის თემაა:

„სოციალისტური რეალიზმის ეპოქა ლიტერატურასა და ხელოვნებაში“

სიმპოზიუმის ფარგლებში იმუშავებს სექციები:
- სოციალისტური რეალიზმი. ტერმინი,  პროცესი, მიმდინარეობა
- სოციალისტური რეალიზმი და საბჭოთა დისკურსი
- სოციალისტური რეალიზმის მოდელები და ფორმები
- სოციალისტური რეალიზმი „ადამიანური სახით“
- სოციალისტური რეალიზმი და მეტაფორული აზროვნება
- სოციალისტური რეალიზმის პოეტიკა და პოლიტიკა
- ხელოვნება და სოციალისტური რეალიზმი

 

სიმპოზიუმის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.

 

გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა (იხ. დანართი),  და ატვირთოთ თეზისები, შემდეგ მისამართზე: tbilisisymposium2020@gmail.com

 

სიმპოზიუმზე რეგისტრაცია დაიწყება 1-ლი მარტიდან.
თეზისიები იტვირთება ორ ენაზე: ქართულად და ინგლისურად

 

(ყურადღება მიაქციეთ  ინგლისური ტექსტის ხარისხს!)
მოცულობა – 250 სიტყვა. ორივე ენაზე შრიფტი – Sylfaen. შრიფტის ზომა – 10, ინტერვალი – 1;
*თეზისების ატვირთვის ბოლო ვადა – 30 ივნისი, 2023.
*არასწორად ატვირთული თეზისები და სარეგისტრაციო ფორმა არ განიხილება!

 

სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტი იტოვებს მონაწილეთა შერჩევის უფლებას.
შედეგების შეტყობინების ბოლო ვადა – 20 ივლისი;
შერჩეული მონაწილეებისათვის დაწესებულია სარეგისტრაციო გადასახადი.

იხ.: https://www.litinstituti.ge/16-saert-bmulebige.html

 

სიმპოზიუმის დასრულების შემდეგ გამოიცემა სიმპოზიუმის მასალების კრებული (ელექტრონული და ბეჭდური), რომელსაც მიენიჭება DOI სარეგისტრაციო ნომერი და განთავსდება GOOGLE SCHOLAR-ის ბაზაში.


რჩეული მოხსენებები, სტატიების სახით, დაიბეჭდება საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალში „სჯანი“, რომელიც განთავსებულია CEEOL, VABB-SHW, ERIH PLUS-ის და EBSCO-ს ბაზებში.


დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტს აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე: tbilisisymposium2020@gmail.com

 

თარიღი: 01/03/2023